1 კვირის და 3 დღის წინ
ანჩელოტი: "თუ ბაიერნი გაუქმებულ გოლზე საუბრობს, მათ ერთ რამეს შევახსენებ"
ანჩელოტი: "თუ ბაიერნი გაუქმებულ გოლზე საუბრობს, მათ ერთ რამეს შევახსენებ"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში მადრიდის "რეალმა" ზღაპრულ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" 2:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა სკანდალური გამოდგა, რადგან მატიას დე ლიხტს ნაადრევი თამაშგარის დაფიქსირების გამო გოლი გაუუქმეს.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი "ბლანკოსის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გააკეთა.

"თუ ბაიერნი გაუქმებულ გოლზე საუბრობს, მათ ჩვენს არ ჩათვლილ გოლს შევახსენებ, სადაც კიმიხმა ეპიზოდი გააფორმა", - თქვა იტალიელმა.

შეგახსენებთ, რომ გოლის გაშვების შემდეგ "ბლანკოსმა" ანაგარიში რამდენიმე წუთში გაათანაბრა, თუმცა ნაჩოს ქმედების გამო VAR-მა გატანილი ბურთი გააუქმა.


Facebook კომენტარები