ესპანეთის მიმდინარე საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული უკვე ცნობილია.
"მადრიდის რეალმა" ჩემპიონის ტიტული სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე გაიფორმა. თუმცა, ესპანური გრანდის წარმომადგენლებმა თასის აღმართვაზე უარი განაცხადეს.
კარლო ანჩელოტის მოთხოვნით, "სამეფო კლუბის" ფეხბურთელებისთვის ზეიმზე უფრო მეტად ახლა დასვენებაა საჭირო.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ "ბლანკოსს" წინ მნიშვნელოვანი მატჩი ელის.
ესპანური გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის "ბაიერნს" ხვდება. შესაბამისად, "რეალის: ფეხბურთელები და ესპანეთის დედაქალაქის მაცხოვრებლები ჩემპიონობას დაპირისპირების შემდეგ აღნიშნავენ.
ესპანური ფეხბურთის ფედერაციასა და მადრიდელების წარმომადგენლებს შორის გამართული კომუნიკაციის თანახმად, "თეთრების" ფეხბურთელები თასს კლუბის საწვრთნელო ბაზაზე აღმართავენ და დაჯილდოების ოფიციალური ცერემონიაც სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე გაიმართება.