1 წლის და 7 თვის წინ
"მოდრიჩი კვალვ ბრწყინვალე ფორმაშია" - ანჩელოტის კომენტარი მატჩის შემდეგ
"მოდრიჩი კვალვ ბრწყინვალე ფორმაშია" - ანჩელოტის კომენტარი მატჩის შემდეგ
ავტორი
Aa

როგორც იცით, გუშინ, მადრიდის "რეალი" "ელჩეს" დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, "ბლანკოსის" მთავარმა მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.

"ჩუამენი სკამზე? სათამაშო ფორმის მხრივ კამავინგა ახლა უფრო კარგ ფორმაშია. შემდეგ მატჩში ჩუამენი ძირითადიდან დაიწყებს.

"სებალოსი? ის აკეთებს იმას, რაც პროფესიონალმა უნდა გააკეთოს. ესპანელი სერიოზული მოთამაშეა და ჩვენ მისით აღფრთოვანებულები ვართ.

"ალაბა მარცხენა მცველად? რა თქმა უნდა, ის ამ პოზიციაზე უფრო კარგად თამაშობს, ვიდრე კამავნგა, ვინაიდან იგი მრავალი სეზონის მანძილზე განაპირა მცველად თამაშობდა.

"ასენსიოს მომავალი? ჯერჯერობით არაფერი არ ვიცი. კლუბი მასთან მოლაპარაკებებს მალე გამართავს.

"ლუკა მოდრიჩი? ის ხელშეუხებელია როგორც ჩემთვის, ისე ყველასთვის. ხორვატი კვალვ ბრწყინვალე ფორმაშია.

"ნახევარდაცვა? ცოტა დასვენება სჭირდებოდათ იმ ფეხბურთელებ, რომლებმაც ბოლო შეხვედრებში ბევრი ითამაშეს", - განაცხადა იტალიელმა.


Facebook კომენტარები