2 თვის და 2 კვირის წინ
"როგორ გაუძელი მათ შეტევას" - კვარასა და "რეალის" ლეგენდას შორის საუბარი შედგა
"როგორ გაუძელი მათ შეტევას" - კვარასა და "რეალის" ლეგენდას შორის საუბარი შედგა
ავტორი
Aa

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე თვის წინ საინტერესო ჩელენჯში მიიღო მონაწილეობა, სადაც ქართველმა მადრიდის "რეალის" ყოფილ ფეხბურთელს ლუიშ ფიგუს საინტერესო შეკითხვა დაუსვა.

"ლუიშ ფიგუ, შენ ერთ-ერთი ხარ, ვინც ბარსელონადან რეალში გადავიდა. მაინტერესებს, როგორ გაუძელი გულშემატკივრების შეტევას?" - იკითხა კვარამ.

აღნიშნულ შეკითხვაზე ფიგუმ ხვიჩას შემდეგი პასუხი დაუბრუნა.

"ნებისმიერი ადამიანი თავისებურად რეაგირებს წნეხზე. ვიფქრობ, წნეხი ყოველთვის მაიძულებდა, ვყოფილიყავი ტონუსში.

"ჩემი აზრით, მთავარია, შეეცადო, ყოველდღიურად კონცენტრირებული იყო საკუთარ საქმეზე, მოვალეობებზე, გააუმჯობესო უნარები და ფოკუსირება გააკეთო თამაშზე.

"უნდა სცადო აბსტრაგირება გარეშე ფაქტორებისგან, პრესისგან, ფანატებისგან. ეს არის ყველაზე კარგი, რაც შეიძლება გააკეთო", - განაცხადა პორტუგალიელმა.


Facebook კომენტარები