1 წლის და 1 თვის წინ
ხვიჩას აგენტმა დაადასტურა - "რეალი" კვარას დამატებით ინტერესდება
ხვიჩას აგენტმა დაადასტურა - "რეალი" კვარას დამატებით ინტერესდება
ავტორი
Aa

როგორც იცით, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ამომავალ ვარსკვლავს ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო პერიოდში, არაერთ ევროპულ გრანდთან აკავშირებენ.

სასიხაროლოა, რომ ქართველის სახელმა მადრიდის "რეალთან" მიმართებაშიც გაიჟღერა, რაზეც კომენტარი ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმაც გააკეთა.

"ინტერესდება თუ არა "რეალი" ხვიჩათი? დიახ, და კიდევ რამდენიმე კლუბიც", - თქვა კვარას აგენტმა.

შეხსენება არაა საჭირო, თუმცა მაინც გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში, ნეაპოლელთა შემადგენლობაში კვარას მონაგარი 11 გოლსა და 12 საგოლე გადაცემას შეადგენს.

ასე რომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ 22 წლის ქართველი შემტევით უამრავი ევროპული გრანდი ინტერესდება.


Facebook კომენტარები