1 კვირის და 6 დღის წინ
"გიულერს ამას ვურჩევ" - რა თქვა იოზილმა არდაზე
"გიულერს ამას ვურჩევ" - რა თქვა იოზილმა არდაზე
ავტორი
Aa

მადრიდის “რეალის” ყოფილმა ფეხბურთელმა, იოზილმა მედიასთან არდა გიულერზე ისაუბრა;

"თუ მას “რეალში” საქმე კარგად არ წაუვა, გაიხსენეთ ოდეგორის შემთხვევა. ყველა აკრიტიკებდა მას, როდესაც ახალგაზრდა იყო და არ თამაშობდა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ არსენალის კაპიტანი გახდა.”

“არდას ძალიან კარგად ვიცნობ. ის ჩემთვის პატარა ძმასავითაა. მისი ნიჭი ყველამ იცის – ამიტომაც არ მინდა მისი ზედმეტად შექება და კიდევ უფრო მეტი ზეწოლა.”

“არც ისე ადვილია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისეთი დიდი საფეხბურთო ქვეყნის იმედი გაქვს, როგორიც თურქეთია.”

“მისი დრო აუცილებლად მოვა. ის ჯერ კიდევ  ახალგაზრდაა. მას შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს ყველა ვარჯიშზე. მსოფლიო დონის მოთამაშეებთან ერთად ვარჯიშობს. ვურჩევ მომთმენი იყოს.”

“ვფიქრობ, რომ გიულერს აქვს შესაბამისი პოტენციალი “სამეფო კლუბში” წარმატებისთვის. შესაძლოა ვერც ამ სეზონში და ვერც მომავალ სეზონში ვერ შეძლოს მისი ჩვენება, მაგრამ დრო მოვა.",- განაცხადა გერმანელმა.


Facebook კომენტარები