1 წლის და 11 თვის წინ
ბრაჰიმ დიასს "რეალში" დაბრუნება სურს - კლუბის პოზიცია ცნობილია
ბრაჰიმ დიასს "რეალში" დაბრუნება სურს - კლუბის პოზიცია ცნობილია
ავტორი
Aa

დღეს, ცნობილმა გამოცემა "Relevo"-მ მადრიდის "რეალის" შესახებ ახალი სატრანსფერო ინფორმაცია გაავრცელა.

წყაროს ცნობით, ბრაჰიმ დიასს, რომელიც ამჟამად იჯარით "მილანის" რიგებში თამოშობს, "ბლანკოსში" დაბრუნება სურს.

რაც შეეხება "სამეფო გუნდის" პოზიციას, როგორც ირკვევა, მადრიდელები ესპანელის დაბრუნებაზე თანახმა არიან და მზად არაინ მასთან კოტრაქტი 2027 წლამდე გააფორმონ.

წყარო ასევე დასძენს, რომ თუ ორივე მხარეს შორის შეთანხმება შედგა, დიდი შანსია, რომ მომავალ სეზონში 24 წლის ფეხბურთელი კვლავ "რეალის" რიგებში ვიხილოთ.

აქვე გეტყვით, რომ გუშინ, ბრაჰიმმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში "ტოტენჰემს" გოლი გაუტანა და თავის გუნდს გამარჯვება მოუტანა.


Facebook კომენტარები