1 კვირის და 5 დღის წინ
"როცა ანჩელოტის ეს ვუთხარი, მან ცრემლები ვერ შეიკავა" - რას იხსენებს კაზემირო
"როცა ანჩელოტის ეს ვუთხარი, მან ცრემლები ვერ შეიკავა" - რას იხსენებს კაზემირო
ავტორი
Aa

El chiringuito-სთან ინტერვიუში კაზემირომ "რეალი"- დან წასვლის მომენტი გაიხსენა.

"როცა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ყველაფერი შევათანხმეთ, ანჩელოტისთან შევედი... მან ცრემლები ვერ შეიკავა," განაცხადა ბრაზილიელმა.

"მან მითხრა: კაზე, არ ვიცი... უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ და არ მინდა კლუბი დატოვო. ეს ერთადერთი მომენტი იყო, როცა "რეალის" დატოვება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენე."

"როცა "იუნაიტედთან" მოლაპარაკებები საფინალო სტადიაზე იყო, ფლორენტინო პერეზმაც მითხრა, რომ ჩემი წასვლა არ სურდა. მას გუნდის დატოვებაზე ჩემთან საუბარი არ უნდოდა, ამიტომ ამის შესახებ კლუბის სხვა წარმომადგენლებთან მომიწია საუბარი", - თქვა კაზემირომ.

შეგახსენებთ, რომ კაზემირომ მადრიდის "რეალი" 2022 წლის ზაფხულში დატოვა და 70.65 მილიონი ევროს სანაცვლოდ "წითელ ეშმაკებს" შეუერთდა.


Facebook კომენტარები