1 წლის და 11 თვის წინ
შესაძლოა, მოდრიჩი "რეალს" დაემშვიდობოს - რა შემთხვევაში მოხდება ეს
შესაძლოა, მოდრიჩი "რეალს" დაემშვიდობოს - რა შემთხვევაში მოხდება ეს
ავტორი
Aa

მადრიდული გამოცემა Marca "რეალის" სატრანსფერო ამბებზე ახალ, საინტერესო ცნობებს ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, არის შანსი, რომ ლუკა მოდრიჩი "ბლანკოსს" დაემშვიდობოს.

ეს კი იმ შემთხევაში მოხდება, თუ გუნდმა ჯუდ ბელინგემი დაიმატა და ამავდროულად ტონი კროოსმაც კონტრაქტი გაახანგრძლივა.

კლუბში ფიქრობენ, რომ თუ ბელინგემი მოვა, ის აუცილებლად სასტარტოს წევრი იქნება და ასეთ შემთხვევაში უკვე, რთული იქნება გუნდში დამატებით კროოსისა და მოდრიჩის ყოფნა.

"რეალს" კი თუ არჩევნის გაკეტება ტონისა და ლუკას შორის მოუწევს, კლუბი გერმანელისკენ გადაიხრება, როგორც ამას "Marca" წერს.

ასე რომ, მადრიდელები ელოდებიან, თუ რა მოხდება ბელინგემისა და კროოსის ახალ კონტრაქტზე და სწორედ ამის შემდეგ, გადაწყვეტენ შესთავაზონ თუ არა მოდრიჩს ახალი კონტრაქტი.


Facebook კომენტარები