1 წლის და 7 თვის წინ
რამოსი: "რეალიდან წასვლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა"
რამოსი: "რეალიდან წასვლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა"
ავტორი
Aa

"პარის სენ-ჟერმენის" ფეხბურთელმა სერხიო რამოსმა გამოცემა "DiarioAS"-თან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

კერძოდ, ესპანელმა მადრიდის "რეალიდან" წასვლისა და პარიზელთა რიგებში გადასვლის პერიოდი გაიხსენა.

"ბლანკოსიდან წასვლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. მივიღე მძიმე ტრავმა, რის გამოც დიდი პერიოდი გამიცდა.

"ამასთანავე, საწყის ეტაპზე, ახალ კლუბთან ადაპტაცია ძალიან გამიჭირდა. ამის გამო, ვფიქრობდი, სწორად მოვიქეცი თუ არა, როცა სამეფო გუნდი დავტოვე", - თქვა კაპიმ.

შეგახსენებთ, რომ რამოსი "პსჟ"-ს რიგებს 2021 წლის ზაფულში შეუერთდა.


Facebook კომენტარები