მადრიდის "რეალისა" და "ელჩეს" დაპირისპირების წინ, კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
"მოხარული ვართ, რომ ხვალ სანტიაგო ბერნაბეუზე დავბრუნდებით.
"კურტუა და კროოსი ხვალ არ ითამაშებენ. ვასკესი და მილიტაო კი დაგვიბრუნდებიან.
"კამავინგა ისევ მარცხენა მცველად? დავიდ ალაბა უკვე დაგვიბრუნდა და ამ პოზიციაზე თამაში შეუძლია. ედუარდო მარცხენა მცველად მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ითამაშებს.
"ვინისიუსი არ არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ნომინანტებში? არ მინახავს. შეცდომა უნდა იყოს, არა? (იცინის).
"კურტუა ოსასუნას წინააღმდეგ შაბათს დაბრუნდება.
"ნაჩო? ის ყოველთვის კარგად თამაშობდა, რაც მნიშვნელოვანია. კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მან გადაწყვეტილება უნდა მიიიღოს.
"როდრიგო ხვალ ვინისიუსს შეცვლის და მარჯვენა ვინგერად ითამაშებს.
"სჭირდება თუ არა გუნდს ახალი ფორვარდი? ბენზემა გვყავს და მომავალ სეზონშიც გვეყოლება. ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის.
"ჩუამენი მსოფლიოს ჩემპიონატამდე საოცრად თამაშობდა. ახლა ფორმის აღდგენისთვის გარკვეული დროა საჭირო.
"ტონი კროოსი? არ ვიცი რას გააკეთებს. მას არაფერი უთქვამს ჩემთვის. იმედია, ის კონტრაქტს გაახანგრძლივებს.
"გერმანელი ელჩეს წინააღმდეგ ტრავმის გამო არ ითამაშებს", - განაცხადა იტალიელმა.