გასულ სანაკრებო პაუზაზე პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა სლოვენიასთან მატჩი ჩაატარა, სადაც ანგარიშით 2:0 დამარცხდა.
კრიშტიანუ რონალდუს გუნდმა თამაში გასვლაზე, ქალაქ ლუბლიანაში გამართა, სადაც მათ სასტუმრო "Grand Plaza Hotel""-მა უმასპინძლა.
ეს სასტუმრო აუქციონზე იმ საწოლს ყიდის, რომელშიც კრიშტიანუს ეძინა.
"რადგან ეს საკმაოდ განსაკუთრებული და უნიკალური ღონისძიება იყო, გადავწყვიტეთ მოგვემზადებინა უნიკალური სიურპრიზი, რომელშიც მონაწილეობას ყველა გულშემატკივარი შეძლებს.
"არ ვიცით, კიდევ როდის გვექნება სლოვენიაში რონალდუს მასპინძლობის შესაძლებლობა. ამიტომ, სპეციალურ აუქციონზე იყიდება საწოლი, რომელშიც ვარსკვლავ კრიშტიანო რონალდუს ეძინა.
"ყველას ვუსურვებთ წარმატებებს და ღონისძიებაში ნაყოფიერ მონაწილეობას", - ვკითხულობთ სასტუმროს განცხადებაში.
ცნობისთვის, საწოლი აუქცინის სახით იყიდება და საწყისი ფასი 5 ათასი ევროა.