1 თვის წინ
ვინისიუსი კლუბს დატოვებს - სატრანსფერო სიახლეები
ვინისიუსი კლუბს დატოვებს - სატრანსფერო სიახლეები
ავტორი
Aa

2022 წლის ზაფხულში მადრიდის "რეალმა" დონეცკის "შახტარიდან" ვინისიუს ტობიასი შეიძინა. 

ბრაზილიელზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, თუმცა მან პირველ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა. 

ტობიასი "კასტილიას" ძირითადი შემადგენლობის წევრია და მთავარი გუნდის სამატჩო განაცხადში იშვიათად ხვდება. 

"Diarioas" იუწყება, რომ მომავალ ზაფხულს ტობიასი კლუბს დატოვებს. 

აქვე გეტყვით იმასაც, რომ "რეალს", სურვილის შემთხვევაში, ფეხბურთელის იაფად უკან დაბრუნების საშუალება არ ექნება. კონტრაქტის ეს პუნქტი არ გააქტიურდება.


Facebook კომენტარები