4 კვირის და 1 დღის წინ
რონალდუს სურვილი ასეთია - სად სურს კრიშტიანუს კარიერის დასრულება
რონალდუს სურვილი ასეთია - სად სურს კრიშტიანუს კარიერის დასრულება
ავტორი
Aa

მოულოდნელად, კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და კარიერა საუდის არაბეთში, კერძოდ კი "ალ-ნასრიში" გააგრძელა.

"მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლის მიზეზი სკანდალური ინტერვიუ იყო, სადაც რონალდუ კლუბს ძალიან უხეშად აკრიტიკებდა.  

Record-ის ინფორმაციით, რონალდუ კარიერას საუდის არაბეთში არ დაასრულებს და მისი მიზანია, რომ ბოლო სეზონი სამშობლოში, "სპორტინგში" გაატაროს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუს "ალ-ნასრისთან" კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.


Facebook კომენტარები