1 წლის და 11 თვის წინ
რატომ არ დაიმატა "რეალმა" კანსელუ - 3 მიზეზი
რატომ არ დაიმატა "რეალმა" კანსელუ - 3 მიზეზი
ავტორი
Aa

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, "მანჩესტერ სიტის" განაპირა მცველი ჟოაუ კანსელუ მიუნხენის "ბაიერნის" რიგებს იჯარით შეუერთდა.

გერმანულ კლუბში გადასვლამდე, პორტიგალიელი ფეხბურთელი მადრიდის "რეალსაც" შესთავაზეს, რაზეც "ბლანკოსმა" უარი განაცხადა.

ცნობილმა ჟურნალისტმა მარიო კორტეხანამ დაასახელა სამი მიზეზი, რის გამოც "სამეფო გუნდმა" ჟოაუ არ დაიმატა.

მისი თქმით, "რეალს" ზაფხულამდე არავის დამატება არ სურდა, გუნდი მარჯვენა მცველის გადაბირებას არ გეგმავდა და ძირითადად, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე იყო ფოკუსირებული.

ასე და ამგვარად, მაინც დიდი შანსია, რომ ზაფხულში "ბლანკოსს" განაპირა მცველის ყიდვა დასჭირდეს და, შესაძლოა, ერთ-ერთი ვარიანტი სწორედ კანსელუ აღმოჩნდეს.


Facebook კომენტარები