1 თვის და 3 კვირის წინ
"სამწუხაროა, რომ მსაჯები ამას ვერ ბედავენ" - ორბანი ვინისიუსის ინციდენტზე
"სამწუხაროა, რომ მსაჯები ამას ვერ ბედავენ" - ორბანი ვინისიუსის ინციდენტზე
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "რედ ბულ ლაიფციგის" ბარიერის დაძლევით გავიდა, თუმცა მადრიდელებს ეს იოლად ნამდვილად არ გამოსვლიათ.

"რედ ბულ არენაზე" გამართული მატჩი კარლო ანჩელოტის გუნდს მინიმალური სხვაობით ჰქონდა მოგებული. სწორედ ამიტომ, გასაკვირი არ იყო, რომ საპასუხო შეხვედრა "ლაიფციგის" აქტიურობით დაიწყო, თუმცა ეს მთელი შეხვედრის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრის ორი გოლი 3-წუთიან შუალედში გავიდა - 65-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა გამოიჩინა თავი, 68-ე წუთზე კი ვილი ორბანმა აღადგინა წონასწორობა. მიუხედავად რამდენიმე მომენტისა, "წითელმა ხარებმა" მეტი ვეღარაფერი გაახერხეს.

საინტერესოა, რომ გოლების ავტორები მოვლენების ეპიცენტრში გოლებამდეც აღმოჩნდნენ, როცა ვინისიუსმა "ლაიფციგის" უნგრელ მცველს კისერზე მოუჭირა ხელები, თუმცა მხოლოდ ყვითელი ბარათით დაისაჯა.

ამ ეპიზოდის შესახებ ორბანმა მატჩის მერე ასეთი რამ თქვა:

"სამწუხაროა, რომ მსაჯები ასეთი ფეხბურთელების გაძევებას ვერ ბედავენ. მან კისერზე ორივე ხელით მომიჭირა. ეს უბრალოდ უპატივცემულობაა."

ასეა თუ ისე, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს "სამეფო კლუბი" აგრძელებს, გერმანელებს კი მთელი ძალებით შიდა ჩემპიონატზე მოუწევთ გადართვა, სადაც მეოთხეადგილზე მყოფ "ბორუსია დორტმუნდს" 1 ქულით ჩამორჩებიან.


Facebook კომენტარები