1 წლის და 4 თვის წინ

კეპას სახიდან ღიმილი გაქრა - ესპანელი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია

ავტორი
Aa
გავლენიანი გამოცემა, "relevo" მადრიდის "რეალის" მეკარის, კეპა არიზაბალაგას მდოგმარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს.
მოგეხსენებათ, ესპანელი "ბლანკოსმა" გასულ ზაფხულს ტიბო კურტუას გრძელვადიანი ტრავმის გამო 1-წლიანი იჯარით დაიმატა, თუმცა მისი მადრიდული კარიერა წარმატებით ვერ წარიმართა.
სეზონის მეორე ნახევარში კარლო ანჩელოტიმ და მისმა შტაბმა ხაზგასმით გადაწვიტა, რომ ამ ეტაპზე გუნდის პირველი არჩევანი ანდრეი ლუნინია, რომელიც მიმდინარე წელს შესანიშნავად გამოიყურება.
"Relevo" წერს, რომ ბოლო პერიოდში კეპა მენტალურად ძალიან ცუდ სიტუაციაშია, მისი ახლობლების თქმით ესპანელმა ღიმილი დაკარგა.
არიზაბალაგა წუხს, რადგან მან "რეალში" და ესპანეთის ნაკრებში საკუთარი ადგილი დაკარგა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 კვირის და 4 დღის წინ

კვარამ რონალდუ არ დაივიწყა - რა გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ
3 კვირის და 5 დღის წინ

“მადრიდის რეალის მსგავსი არაფერია” - კარლო ანჩელოტი
3 კვირის და 5 დღის წინ

რატომ არ გამოიძახა ენდრიკი კარლომ ნაკრებში - ანჩელოტის პასუხი
4 კვირის წინ

ცნობილია, სად გააგრძელბს კრიშტიანუ რონალდუ კარიერას