როგორც მოგეხსენებათ, 2024 წლის ზაფხულში საფეხბურთო სამყაროს ევროპის ჩემპიონატი ელის.
გერმანიის ნაკრები ცდილობს, რომ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველით, ტონი კროოსით კვლავ გაძლიერდეს.
ტონის სანაკრებო კარიერა თითქმის 3 წელია დასრულებული აქვს, და იური ნაგელსმანი ცდილობს, ფეხბურთელი დაარწმუნოს, რომ ის ნაკრებისთვის ჯერ კიდევ საჭიროა.
გერმანელი სპეციალისტი ნახევარმცველს მარტის სანაკრებო პაუზაზე 28-კაციან განაცხადში შეიყვანს, თუ კროოსი დაბრუნების გადაწყვეტილებას ამ შეკრებამდე არ მიიღებს, მას გერმანიის ნაკრებში აღარ გამოიძახებენ.
ცნობისთვის, ტონი გადაწყვეტილებას მომავალ კვირებში მიიღებს.