1 წლის და 4 თვის წინ
სიტუაცია შეიცვალა - ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე მკვეთრად გაუარესდა
სიტუაცია შეიცვალა - ჯუდ ბელინგემის ტრავმის სიმძიმე მკვეთრად გაუარესდა
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ლა ლიგის 24-ე ტურში მადრიდის "რეალი" "ჟირონას" დაუპირისპირდა და მეტოქე 4:0 გაანადგურა.

ამ შეხვედარაში "სამეფო გუნდის" ლიდერმა ჯუდ ბელინგემმა კოჭის ტრავმა მიიღო, რის გამოც მოედანი იძულებით დატოვა.

თავიდან იწერებოდა, რომ ინგლისელის დაზიანება არცთუ ისე სერიოზული იყო, თუმცა ახლა სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა.

როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს, ახალგაზრდა ფეხბურთელს მარცხენა კოჭის ტრავმა აღმოაჩნდა, რის გამოც ის, დაახლოებით, ერთ თვეს იუქმებს.

ამ პერიოდში ჯუდი "ლაიფციგთან", "რაიოსთან", "სევილიასა" და "ვალენსიასთან" გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

აქვე გეტყვით, რომ მოცემული მომენტისთვის, ბელინგემის დაბრუნებას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო დაპირისპირებისთვის ვარაუდობენ.


Facebook კომენტარები