7 თვის და 2 კვირის წინ
ვინ შეუერთდება სუპერ ლიგის პროექტს - 13 კლუბი დასახელდა
ვინ შეუერთდება სუპერ ლიგის პროექტს - 13 კლუბი დასახელდა
ავტორი
Aa

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ RAC1-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ევროპის სუპერლიგის შესახებ ისაუბრა და ტურნირის უახლოეს მომავალში დაწყება დაანონსა.

"სუპერლიგას 2024/2025 ან 2025/2026 წლების სეზონში დავიწყებთ. ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ინგლისური გუნდები შემოგვიერთდებოდნენ.

გუნდები, რომლებიც სუპერლიგაში გასაწევრიანებლად ახლა მზადყოფნას აცხადებენ, "ინტერ მილანი", "ნაპოლი", "რომა", "მილანი", "მარსელი", "ბენფიკა", "სპორტინგი", "პორტუ", "აიაქსი", "ფეინოორდი", "პსვ", "ანდერლეხტი" და "ბრიუგე" არიან. ასევე ლა ლიგის ყველა გუნდი, გარდა "ატლეტიკოსა," - განაცხადა ლაპორტამ.

არადა, ლა ლიგის კლუბების უმეტესობას ოფიციალური განცხადება აქვს გაკეთებული, სადაც მათ ევროპის სუპერლიგას პროტესტი გამოუცხადეს. როგორც ჩანს, ლაპორტამ რაღაც ისეთი იცის, რაც ჩვენ არ ვიცით.

ცნობისთვის, ევროპულმა სასამართლომ ევროპის სუპერლიგის პროექტს მწვანე აუნთო. ახლა "ბარსა" და "რეალი" სხვა თანამონაწილეებს ელოდებიან, რათა ახალი ტურნირი დაიწყონ.


Facebook კომენტარები