1 წლის და 5 თვის წინ
"რეალი" კროოსს კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს - ახალი ცნობები
"რეალი" კროოსს კონტრაქტის გახანგრძლივებას შესთავაზებს - ახალი ცნობები
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ნახევარმცველს, ტონი კროოსს სეზონის ბოლოს კარიერის დასრულება გადაწყვეტილი აქვს. 

გერმანელის კარიერის შესახებ ესპანურ მედიაში ახალი ცნობა ვრცელდება. 

პრესის ინფორმაციით, "ბლანკოსი" გეგმავს, რომ 34 წლის ფეხბურთელს 1-წლით  კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზოს. 

ცნობილია, რომ კარლო ანჩელოტი ცდილობს ტონი დაარწმუნოს, რომ ის გუნდისთვის ჯერ კიდევ საჭირო ფეხბურთელია. 

შეგახსენებთ, რომ კროოსი წინა წელსაც გეგმავდა კარიერის დასრულებას, თუმცა მანდ აზრი შეიცვალა. 

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.


Facebook კომენტარები