3 თვის და 3 კვირის წინ
ასტრონომიული თანხა - რა ხელფასი მოსთხოვა მბაპემ "რეალს"
ასტრონომიული თანხა - რა ხელფასი მოსთხოვა მბაპემ "რეალს"
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეებში მადრიდის "რეალისა" და კილიან მბაპეს საგა კვალვ აქტუალური გახდა.

ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცემა "BILD" ახალ ცნობებს ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფრანგმა ვარსკვლავმა მადრიდელებს ასტრონომიული ხელფასი შესთავაზა.

კერძოდ, როგორც იწერება, ფეხბურთელს წლიურ ხელფასად 60 მილიონი ფუნტის სტერლინგი სურს, ხოლო "ბლანკოსთან" კონტრაქტის გაფორმების შემდეგ 107 ფუნტის სტერლინგი ბონუსის სახით მოითხოვა.

რაც შეეხება "სამეფო კლუბის" პოზიციას, ირკვევა, რომ "თეთრები" 25 წლის მოთამაშეს იმდენ ანაზღაურებას შესთავაზევენ,, რამდენიც ვინისიუს ჟუნიორსა და ჯუდ ბელინგმეს აქვთ (10.5 მილიონი ევრო).

ამასთანავე წერენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ "რეალმა" მბაპეს ასეთი მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

ასე და ამგვარად, საინტერესოა, თუ რომელი მხარე წავა დათმობაზე.


Facebook კომენტარები