1 წლის და 7 თვის წინ
ანჩელოტის პრესკონფერენცია საკლუბო მუნდიალის ფინალის წინ
ანჩელოტის პრესკონფერენცია საკლუბო მუნდიალის ფინალის წინ
ავტორი
Aa

როგორც იცით, ხვალ მადრიდის "რეალი" საკლუბო მუნდიალის ფინალში "ალ ჰილალს" დაუპირისპირდება.

აღნიშნული შეხვედრის წინ, "ბლანკოსის" მთავამრა მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.

"მოუთმენლად ველით ფინალს. თამაშით უნდა ვისიამოვნოთ და აუცილებლად მოვიგოთ.

"ალ ჰილალი კარგი გუნდია, ბევრი ნიჭიერი და გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს. ჩვენ მათ პატივს ვცემთ.

"საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებული ტურნირია, რადგან იშვიათად გვეძლევა შანსი, რათა აქ ვითამაშოთ.

"იქნებიან თუ არა მილიტაო და ბენზემა? ჯერ არ ვიცი, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ ვარჯიშს ჩაატარებენ ისინი.

"ვის დავაყენებ ნახევარდაცვაში? ამის გადაწყვეტა ძალიან მიჭირს. ყოველთვის ვცდილობ დავაყენი საუკეთესო შემადგენლობა. მოთამაშეებს ესმით, როდის თამაშობენ ან რჩებიან სათადარიგოთა სკამზე.

"ბენზემას შემცვლელი? ამ საკითხზე მიმდინარე სეზონის ბოლოს ვისაუბროთ.

"ბრაზილიის ნაკრების მწრთვნელობა? ამაზე არაფერი არ ვიცი. "რეალთან" კონტრაქტი 2024 წელს მიმთავრდება.

"ბარსელონასთან" და "მალიორკასთან" მატჩის შემდეგ გულდაწყვეტილები ვიყავით. მიუხედავად ამისა, ჩვენა არ ვნებდებით და ბრძოლას განვაგრძობთ.

"კატარის მსოფლიო ჩემპიონატამდე ჩვენ კარგი შედეგები გვქონდა. ვიცოდით, რომ იანვარში გაგვიჭირდებოდა და ეს ასეც მოხდა", - თქვა იტალიელმა.


Facebook კომენტარები