2 წლის და 11 თვის წინ
ბრაზილიის ნაკრების წარმომადგენლები "რეალთან" შეხვედრას გეგმავენ
ბრაზილიის ნაკრების წარმომადგენლები "რეალთან" შეხვედრას გეგმავენ
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, გასულ პერიოდში რამდენჯერმე დაიწერა, რომ მადრიდის "რეალის" თავკაცი კარლო ანჩელოტი, შესაძლოა, ბრაზილიის ნაკრების მწრთვნელი გახდეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია არაერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა.

ამჯერად კი ცნობებს Relevo გვაწვდის. როგორც იწერება, მომდევნო დღეებში "სელესაოს" წარმომადგენლები "ბლანკოსის" ბორდთან შეხვედრას გეგმავენ.

ამ შეხვედრის მიზანი კი ის არის, რომ მათ ანჩელოტისთვის ოფიციალური წინადადებით მიმართვას გეგმავენ.

ასე რომ, შესაძლოა იტალიელი სპეციალისტი მალე სანაკრებო ფეხბურთშიც ვნახოთ. 


Facebook კომენტარები