როგორც მოგეხსენებათ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ ევროპის სუპერ ლიგის პროექტი კვლავ ცოცხალია და იგი მალე ახალი სახით მოგვევლინება.
პროექტის სულისჩამდგმელი სამი კლუბიდან ორი ლა ლიგის წარმომადგენელია - მადრიდის "რეალი" და კატალონიის "ბარსელონა". ბუნებრივია, ესპანეთის პრიმერას უფროსობას არსებული სტატუს კვოს შეცვლა არ უნდა და თითოეულ მსგავს წამოწყებას ცუდი თვალით უყურებს, რაც წამოწყების ინიციატორებსაც ეხებათ.
დღეს Vozpopuli-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბლაუგრანასა" და "სამეფო კლუბს" ლა ლიგის პრეზიდენტი ხავიერ ტებასი დასჯის.
კერძოდ, ტებასი გრანდებს სატელევიზიო უფლებებთან დაკავშირებულ შეხვედრებიდან გარიცხავს და მათ ხმის მიცემის უფლებასაც ჩამოართმევს.
ყველაფერი ეს კი იმიტომ კეთდება, რომ მადრიდული და კატალონიური კლუბები სუპერ ლიგის პროექტის განხორციელებას აქტიურად ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ გარდა "ბარსასა" და "რეალისა", ახალი ტურნირის ჩატარებაზე ტურინის "იუვენტუსიც" მუშაობს.