1 წლის და 2 თვის წინ
სატრანსფერო "ბომბი" "რეალისგან" - რას ამზადებს "სამეფო გუნდი" მბაპესთვის
სატრანსფერო "ბომბი" "რეალისგან" - რას ამზადებს "სამეფო გუნდი" მბაპესთვის
ავტორი
Aa

როგორც იცით, "პარის სენ-ჟერმენის" მოთამაშის, კილიან მბაპესა და მადრიდის "რეალის" საგა კვლავ გრძელდება.

პარიზელთა ფრანგ ვარსკვლავს "ბლანკოსთან" უცხოურ მედიაში კვლავ აქტიურაც აკავშირებენ.

იწერება, რომ "სამეფო გუნდი" კილიანისთვის ერთ-ერთ უკანასკნელ შეთავაზებას ამზადებს.

აღსანიშნავია, რომ "თეთრებმა" უკვე თანხა გაამზადეს და თანახმა არიან, რომ "პსჟ"-ს იანვარში 25 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო გადაუხადონ.

რაც შეეხება ფეხბურთელის ანაზღაურებას, "რეალი" კილიანს წლიურ ხელფასს 26 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ცნობისთვის, მბაპეს პარიზელებთან კონტრაქტი 2024 წელს ეწურება.


Facebook კომენტარები