1 წლის და 7 თვის წინ
ანჩელოტის პრესკონფერენცია "ალ აჰლთან" მატჩის წინ
ანჩელოტის პრესკონფერენცია "ალ აჰლთან" მატჩის წინ
ავტორი
Aa

ხვალ, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში მადრიდის "რეალისა" და "ალ აჰლის" მატჩი შედგება.

შეხვედრის წინ, "სამეფო გუნდის" თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.

"მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია.

"კურტუა, მილიტაო და ბენზემა განაცხადში არიან. ვფიქრობ, ისინი შაბათს გამოჯანმრთელდებიან, თუმცა არის შანსი, რომ ხუთშაბათსაც შემოგვიერთდნენ.

"მსოფლიოს საკლუო ჩემპიონატი მაროკოში? კარგად არის ორგანიზებული. პირობები კარგია მოედნის საფარი კარგია, კარგი ამინდი გვაქვს... ერთი კვირა აქ დავრჩებით და იმედია, ტიტულით დავბრუნდებით.

"ვინაიდან ამ ტურნირზე ვასპარეზობთ, ნიშნავს იმას, რომ გასულ სეზონში კარგი შედეგი გვქონდა.

"ჩვენი გუნდი დარწმუნებულია, რომ ტიტულს მოვიგებთ და ამისთვის ყველა ბოლომდე იბრძოლებს.

"ვინისიუსი პრობლემაა? არა, პრობლემა ისაა თუ რა ხდება ესპანურ ფეხბურთში და ეს უნდა მოვაგვაროთ", - განაცხადა ანჩელოტიმ.


Facebook კომენტარები