2 წლის და 11 თვის წინ
რას აპირებს "რეალი" სებალიოსთან დაკავშირებით - მსურველი "ატლეტიკოა"
რას აპირებს "რეალი" სებალიოსთან დაკავშირებით - მსურველი "ატლეტიკოა"
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი დანი სებალიოსი ბოლო პერიოდში კარგად გამოიყურება.

შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უკვე ვრცელდება ცნობები, რომლის თანახმადაც დიდია იმის შანსი, რომ ესპანელმა "ბლანკოსთან" ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

თუმცა გავრცელებული ცნობების თანახმად, გადაწყვეტილი ჯერ არაფერია. კლუბი გახანგრძლივებაზე ფიქრობს, თუმცა დანის ჯერ შეთავაზება არ მიუღია.

ამასობაში კი მას "ატლეტიკოს" სახით მსურველიც გამოუჩნდა, რის შესახებაც თავად სებალიოსმაც იცის.

ასე და ამგვარად, ესპანელის მომავალი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.


Facebook კომენტარები