2 წლის და 11 თვის წინ
ძველი მეგობრები ისევ ერთად?! - ვის დამატებას გეგმავს "ალ-ნასრი"
ძველი მეგობრები ისევ ერთად?! - ვის დამატებას გეგმავს "ალ-ნასრი"
ავტორი
Aa

მას შემდეგ, რაც "ალ-ნასრმა" კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერი დაადასტურა, არაბულ კლუბს მადრიდის "რეალის" რამდენიმე ყოფილი ფეხბურთელი დაუკავშირის.

ერთ-ერთი მათგანი "ბლანკოსის" ლეგენდარული მარცხენა მცველი მარსელო ვიეირაც აღმოჩნდა, რომელიც ამჟამად "ოლიმპიაკოსის" რიგებში ირიცხება.

გამოცემა UOL Esporte-ს ინფორმაციით, "ალ-ნასრს" პორტუგალიელის დამატების შემდეგ, ბრაზილიელის გადაბირების სურვილიც გაუჩნდა.

როგორც იწერება, არაბული კლუბის მიზანი იმ დუეტის ხელახლა გაერთინებაა, რომელმაც "სამეფო გუნდში" ეპოქა შექმნა.

შეგახსენებთ, რომ მარსელო და კრიშტიანუ "რეალის" რიგებში ერთად 2009-2018 წლებში თამაშობდნენ და ამ დროის მანძილზე მათ დაუვიწყარი გოლები თუ გამარჯვებები გვაჩუქეს.


Facebook კომენტარები