1 წლის და 3 თვის წინ

სუარესი: "მინდოდა, რომ ენდრიკს არა "რეალში", არამედ ამ კლუბში ეთამაშა"

ავტორი
Aa
"ბარსელონას" ლეგენდამ, ლუის სუარესმა ESPN Brasil-ის დაჯილდოების ცერემონიალზე "რეალის" მიერ "პალმეირასიდან" ნაყიდი სუპერტალანტის, ენდრიკის შესახებ ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ ენდრიკი "ბარსაში" გადასულიყო, მაგრამ გადაწყვეტილებაც მან უნდა მიიღოს და ფეხბურთითაც მან უნდა ისიამოვნოს.
ფეხბურთის გულშემატკივრები მისი თამაშით აუცილებლად დატკბებიან," - თქვა "ელ პისტოლერომ".
ენდრიკი "პალმეირასთან" ერთად ბრაზილიის ჩემპიონი გახდა. უკანასკნელ 8 მატჩში მან 6 გოლი გაიტანა, რითაც "მწვანეების" ტრიუმფატორობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ 17 წლის შემტევი "რეალს" ზაფხულში, 37.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
2 თვის და 2 კვირის წინ

მადრიდ რეალის" სავარაუდო შემადგენლობა სევილიას" წინააღმდეგ
3 თვის წინ

"ლევერკუზენს" გიულერის დამატება სურს - როგორია "რეალის" პოზიცია ტრანსფერზე
3 თვის და 3 კვირის წინ

სავარაუდო დრო ცნობილია - როდის შეძლებს ალაბა ტრავმიდან დაბრუნებას
4 თვის და 3 კვირის წინ

“ვინისიუს ჯუნიორმა დაიმსახურა ეს…” - ტონი კროოსი კომენტარი ოქროს ბურთზე