2 წლის და 11 თვის წინ
ალტერნატივა არ არსებობს - რა გეგმა აქვს "რეალს" ბელინგემთან დაკავშირებით
ალტერნატივა არ არსებობს - რა გეგმა აქვს "რეალს" ბელინგემთან დაკავშირებით
ავტორი
Aa

"Relevo" მადრიდის "რეალის" სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ზაფხულში მადრიდელთა მთავარი სამიზნე ჯუდ ბელინგემი იქნება. კლუბში სწამთ, რომ კლუბს ყველა შესაძლო იარაღი გააჩნია იმისთვის, რომ მათ ინგლისელი ნახევარმცველი დაიმატონ.

გარდა ამისა, იწერება, რომ "ბლანკოსს" არ აქვს გეგმა ბ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ "რეალი" ბელინგემის გარდა სხვა ალტერნატივას არც განიხილავს. ისევე, როგორც ეს კილიან მბაპეს შემთხვევაში იყო.

ეს კი იმისკენ მიუთითებს, რომ მადრიდელები ბელინგემისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.


Facebook კომენტარები