5 თვის და 2 კვირის წინ
"მათ ხვიჩა ჰყავთ, სწორედ ამიტომ.." - ანჩელოტი ქართველს უფრთხის
"მათ ხვიჩა ჰყავთ, სწორედ ამიტომ.." - ანჩელოტი ქართველს უფრთხის
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალისა" და "ნაპოლის" მატჩის წინ, კარლო ანჩელოტიმ მომავალი მეტოქე მიმოიხილა და ქართველ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო.

"გვინდა, საუკეთესოდ ვითამაშოთ, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გავინაღდოთ. ტრავმებზე საუბარს აზრი არ აქვს, ვფიქრობ, ეს უპატივცემულობაცაა იმ ფეხბურთელების მიმართ, ვინც ტრავმირებულ მოთამაშეებს ცვლიან. ჩვენი შემადგენლობა ისედაც ძლიერია". 

"მაძარი გამოცდილი მწვრთნელია, რომელთანაც ვმეგობრობ. მწვრთნელის შეცვლას გუნდში დამატებითი მოტივაცია მოაქვს. ნაპოლიში კარგი დრო გავატარე და შურისძიება არ მსურს". 

"პირველი მატჩი თანაბარი იყო, ზოგჯერ ჩვენ ვფლობდით უპირატესობას, ზოგჯერ - ისინი. ხვალაც მსგავსი თამაში იქნება, ბურთი ხან ჩვენ გვექნება, ხან - მათ. მეტოქეს ხვიჩა კვარაცხელიას და ვიქტორ ოსიმენის მსგავსი ფეხბურთელები ჰყავს, სწორედ ამიტომ გუნდი კონტრშეტევებზე სახიფათო იქნება", - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ მატჩი, 29 ნოემბერს, 23:45 წუთზეა ჩანიშნული.


Facebook კომენტარები