2 წლის და 11 თვის წინ
მეტოქე ცნობილია - ვის შეხვდება "რეალი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე
მეტოქე ცნობილია - ვის შეხვდება "რეალი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე
ავტორი
Aa

უახლოეს დღეებში მადრიდის "რეალი" მაროკოში გაემგზავრება და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იასპარეზებს.

"სამეფო გუნდი" ტურნირზე ნახევარფინალური ეტაპიდან ჩაერთვება და მიმდინარე წლის პირველი ტიტულისთვის იბრძოლებს.

რაც შეეხება მადრიდელთა მეტოქეს, "ბლანკოსი" ეგვიპტურ კლუბს "ალ-აჰლის" დაუპირისპირდება, რომელმაც 1/8 ფინალში ჯერ "აუქლენდ სიტი", ხოლო 1/4 ფინალში "სიეტლ სანდერსი" დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ "რეალისა" და "ალ-აჰლის" შეხვედრა 8 თებერვალს შედგება, ხოლო ფინალი 11 თებერვალსაა ჩანიშნული.


Facebook კომენტარები