1 წლის და 7 თვის წინ
"საბოლოო ჯამში ცუდად არ გვითამაშია" - ანჩელოტი "მალიორკასთან" მარცხის შემდეგ
"საბოლოო ჯამში ცუდად არ გვითამაშია" - ანჩელოტი "მალიორკასთან" მარცხის შემდეგ
ავტორი
Aa

როგორც იცით, ლა ლიგის მე-20 ტურში მადრიდის "რეალი" "მალიორკას" შეხვდა და ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.

"ძალიან გულნატკენები ვართ. იმ სწრაფმა გაშვებულმა გოლმა და გაფუჭებულმა პენალტმა დაგვანგრია.

"ახლა ჩვენ ყურადღება მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე უნდა გადავიტანოთ.

"ლა ლიგის ტიტულისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ეს ჯერ არ დასრულებულა. წინ ბევრი თამაში დარჩა.

"პენალტი? ასენსიოს დავარტყმევინე და არა როდრიგოს, ვინაიდან ბრაზილიელზე მუნდიალზე გაფუჭებულმა პენალტმა, შესაძლოა, გავლენა მოეხდინა.

"საბოლოო ჯამში ცუდად არ გვითამაშია. გაშვებულმა გოლმა და გაფუჭებულმა თერთმეტმეტრიანმა დიდი გავლენა მოახდინა", - განაცხადა კარლომ.


Facebook კომენტარები