1 წლის და 7 თვის წინ
"ეს სიცრუეა" - ანჩელოტის პრესკონფერენცია "მალიორკასთან" მატჩის წინ
"ეს სიცრუეა" - ანჩელოტის პრესკონფერენცია "მალიორკასთან" მატჩის წინ
ავტორი
Aa

როგორც იცით, ხვალ, მადრიდის "რეალი" სტუმრად "მალიორკას" წინააღმდეგ ითამაშებს.

აღნიშნული შეხვედრის წინ, "ბლანკოსის" მთავარმა მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.

"მალიორკა დაცვაში კარგად თამაშობს. ისინი თავს არაჩვეულებრივად იცავენ.

"დავიდ ალაბა ხვალ დაგვიბრუნდება.

"მილიტაოს და ბენზემას ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია. შესაძლოა, ისინი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე დაგვიბრუნდნენ.

"ითამაშებენ თუ არა მოდრიჩი და კროოსი? ჯერ არ ვიცი. საუკეთესო შემადგენლობის დაყენებას ვგეგმავ.

"ბენზემას მომავალი? როგორც ვთქვი, მადრიდის რეალის ყველა ლეგენდამ კარიერა აქ უნდა დაასრულოს.

"ვალვერდე თავს კარგად გრძნობს. ნელ-ნელა ძველ ფორმას დაიბრუნებს.

"3 დღეში ერთხელ ვთამაშობთ, ვარჯიშის დრო არ გვაქვს. ჩვენ თამაშებს ფიზიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ვიყენებთ.

"ის, რომ ჩვენ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე უამრავი ფეხბურთელი შემოგვთავაზეს, სიცრუეა", - თქვა კარლომ.


Facebook კომენტარები