2 წლის და 11 თვის წინ
დანი სებალიოსი "რეალთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს
დანი სებალიოსი "რეალთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი დანი სებალიოსი კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ტომას გონსალესი ავრცელებს.

ჟურნალისტის ინფორმაციით, ესპანელი მადრიდულ გუნდთან თანამშრომლობის 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

მისი გადაწყვეტილება საბოლოოა და მას "რეალში" დარჩენა სურს. ეს კი იმის ფონზე, რომ დანის შესაძლო წასვლაზე საკმაოდ ბევრი იწერებოდა.

მიუხედავად ამისა, შეთანხმება შედგა და მხარეები დოკუმენტებს ხელს მომდევნო კვირებში მოაწერენ.


Facebook კომენტარები