6 თვის წინ
"ჩვენ დღეს ამიტომ წავაგეთ" - ჩავი "რეალთან" მატჩის შემდეგ
"ჩვენ დღეს ამიტომ წავაგეთ" - ჩავი "რეალთან" მატჩის შემდეგ
ავტორი
Aa

"ბარსელონამ" სეზონის პირველი "ელ კლასიკო" წააგო. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელები ილქაი გიუნდოგანის გოლით იგებდნენ, შეხვედრის მიწურულს, ჯუდ ბელინგემის მიერ შესრულებულმა დუბლმა 3 ქულა მადრიდის "რეალს" დაუტოვა.

მძიმე ბრძოლაში წაგებული შეხვედრა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა შეაფასა.

"გოლის გასატანად 5 ან 6 საგოლე შანსი გვჭირდება, როცა "რეალმა" 2 გოლი ორ-ნახევარი შანსიდან შეაგდო."

"სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით, მაგრამ ეს ხდება, როცა მომენტებს აფუჭებ."

"ჩემი აზრით, ჩვენმა გეგმამ იმუშავა. ეფექტურობა დაგვაკლდა."

"შეიძლება, ცოტას ვაჭარბებ, მაგრამ მგონია, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით. ანგარიში 2:0 უნდა გამხდარიყო. თუ ამას ვერ ახერხებ, "რეალი" მოგკლავს."

"ჩვენ 65 წუთის განმავლობაში კარგად ვითამაშეთ, 1 გოლი გავიტანეთ. მათ 25 კარგი წუთი ჩაატარეს და 2 ბურთი შეაგდეს."

"ფეხბურთელები გასახდელში პოტენციური პენალტის ეპიზოდზე საუბრობენ. არ ვიცი. არ მინახავს. ამის გამო არ წაგვიგია. იმიტომ დავმარცხდით, რომ ეფექტურები არ ვიყავით."

შეგახსენებთ, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" "სამეფო კლუბს" სატურნირო ცხრილში 4 ქულით ჩამორჩნენ.


Facebook კომენტარები