1 წლის და 1 თვის წინ
პერესი გაბრაზებულია - რატომ არ დაესწრება "პრეზიდენტი" "ელ კლასიკოს"
ავტორი
Aa
ფლორენტინო პერესი "ელ კლასიკოს" არ დაესწრება, - იუწყება Marca.
"რეალის" პრეზიდენტის მიერ "ბარსელონასთან" გასამართი მატჩის ბოიკოტირების მიზეზი არა ნეგრეირას საქმე, არამედ "ბლაუგრანას" დირექტორთა საბჭოს სპიკერის მოადგილის, მიკელ კამპსის საქციელია.
"ეს რასიზმი არ არის. ის სილის გაწვნას იმსახურებს, რადგან მასხარა და პროვოკატორია.
რას წარმოადგენს ეს უაზრო დრიბლინგები, რომლებიც მოედნის ცენტრში ხორციელდება," - ასეთი რამ დაწერა კამპსმა "სამეფო კლუბის" ბრაზილიელ ვარსკვლავზე, ვინისიუსზე, მოგვიანებით კი პოსტი წაშალა.
რაც პერესს აბრაზებს, ის ფაქტია, რომ კამპსის ამ ქმედებას "ბლაუგრანადან" რეაგირება არ მოჰყოლია.
შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" 28 ოქტომბერს, თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
12 საათის და 42 წუთის წინ
საინტერესო ცვლილები? - მადრიდის “რეალის” სავარაუდო შემადგენლობა “სევილიას” წინააღმდეგ
1 კვირის და 5 დღის წინ
"ლევერკუზენს" გიულერის დამატება სურს - როგორია "რეალის" პოზიცია ტრანსფერზე
1 თვის და 1 კვირის წინ
სავარაუდო დრო ცნობილია - როდის შეძლებს ალაბა ტრავმიდან დაბრუნებას
2 თვის წინ
“ვინისიუს ჯუნიორმა დაიმსახურა ეს…” - ტონი კროოსი კომენტარი ოქროს ბურთზე