2 წლის და 11 თვის წინ
"რეალი" აუქციონში ჩართვას არ აპირებს - რა გეგმა აქვს გუნდს ბელინგემისთვის
"რეალი" აუქციონში ჩართვას არ აპირებს - რა გეგმა აქვს გუნდს ბელინგემისთვის
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნე დორტმუნდის "ბორუსიას" ვარსკვლავი ჯუდ ბელინგემია.

ინგლისელის ასპარეზობიდან გამომდინარე, მისი დამატებით არაერთი კლუბია დაინტერესებული.

ეს კი, ბუნებრივია, ჯუდის დამატების შანსებს ამცირებს, ვინაიდან არიან კლუბები, რომლებიც მზად არიან მის სანაცვლოდ უზარამზარი თანხა გადაიხადონ.

გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბლანკოსი" არ აპირებს, რომ ამ "აუქციონში" მონაწილეობა მიიღონ.

მადრიდელები გეგმავენ, რომ ბელინგემს მათი პროექტი წარუდგინონ და შემდეგ, თუ ინგლისელი თავად გადაწყვეტს, თუ სად მოესურვება კარიერის გაგრძელება.

როგორც წესი, ფეხბურთელების სურვილი, რომ "რეალის" თეთრი მაისური მოირგონ, ხშირად იმდენად დიდია, რომ ტრანსფერში მთავარ როლს სწორედ ეს ასპექტი თამაშობს ხოლმე.


Facebook კომენტარები