11 თვის და 1 კვირის წინ
"ეს გამაღიზიანებელია" - კრისტენსენი ბელინგემის შესახებ
ავტორი
Aa
ლა ლიგის ახალი სეზონი მადრიდის "რეალის" 20 წლის ნახევარმცველის, ჯუდ ბელინგემის დომინაციით დაიწყო. "სამეფო კლუბის" ინგლისელ ახალწვეულს 8 ტურში 8 გოლი აქვს გატანილი და მთავარი მიზეზია იმისა, რომ "თეთრები" სატურნირო ცხრილს ლიდერობენ.
ჯუდის საოცარი სტარტის შესახებ აზრი "ბარსელონას" ცენტრალურ მცველს, ანდრეას კრისტენსენს ჰკითხეს.
"გამაღიზიანებელია, როცა შედეგების გადასამოწმებლად ჯდები და ხედავ, რომ ბელინგემმა ბოლო წუთზე გაიტანა... არც კი ვიცი, ეს რამდენ მატჩში მოხდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯუდი ლა ლიგაში ქარიშხალივით შემოიჭრა. "რეალმა" ძალიან კარგი ფეხბურთელი მიიღო," - უთხრა ანდრეასმა დანიურ TV2-ს.
შეგახსენებთ, რომ "ბარსელონას" ბელინგემთან დაპირისპირება 28 ოქტომბერს მოუწევს. "ელ კლასიკო" თბილისის დროით 18:15 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 2 კვირის წინ
"რეალი" მბაპეს სახელს მაისურზე ვერ დააწერს - დეტალები
3 თვის და 2 კვირის წინ
ყველაფერს ფარდა აეხადა - სად გააგრძელებს რონალდუ კარიერას
3 თვის და 2 კვირის წინ
PHOTO: ყველაფერი ამოტრიალდა - ოქროს ბურთის ფავორიტი შეიცვალა
3 თვის და 2 კვირის წინ
"რეალმა" ხოსელუს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო