2 წლის და 11 თვის წინ
ანჩელოტიმ ალაბაზე ისაუბრა - როდის დაბრუნდება ავსტრიელი
ანჩელოტიმ ალაბაზე ისაუბრა - როდის დაბრუნდება ავსტრიელი
ავტორი
Aa

როგორც იცით, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი დავიდ ალაბა ტრავმირებულია, რის გამოც მან რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა.

ავსტრიელის დაბრუნებას რეალ "სოსიედადთან" შეხვედრისთვის ვარაუდობდნენ, თუმცა მომულოდნელად მისი ტრავმა გაუარესდა.

"სამეფო გუნდის" მთავარი მწრთვნელის კარლო ანჩელოტის თმქით, ალაბა მინდორს რამდენიმე დღეში დაუბრუნდება.

როგორც იტალიელი ამბობს, 30 წლის მცველი "ბლანკოსს" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატისთვის უკვე დაბრუნდება, სადაც "რეალი" პირველ თამაშს 8 თებერვალს ჩაატარებს.

აქვე გეტყვით, რომ ავსტრიელ ფეხბურთელს, "ვალენსიასთან" დაპირისპირებაში ანტონიო რუდიგერი შეცვლის.


Facebook კომენტარები