11 თვის და 2 კვირის წინ
რონალდუ: "თუ შესაძლებელი იქნება, კარიერის დასრულებას ამ კლუბში ვისურვებდი"
რონალდუ: "თუ შესაძლებელი იქნება, კარიერის დასრულებას ამ კლუბში ვისურვებდი"
ავტორი
Aa

მიუხედავად იმისა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის "რეალი" 2018 წელს დატოვა, გულშემატკივრების მის წასვლას ამ დრომდე განიცდიან.

ქომაგებს იმედს ის განცხადებაც აძლევს, რომელიც პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა სამეფო კლუბის დატოვებამდე 6 თვით ადრე გააკეთა.

"თუ შესაძლებელი იქნება, კარიერის დასრულებას რეალში ვისურვებდი", - ამბობდა პორტუგალიელი ვარსკვლავი.

რონალდუს ამ განცხადებას შემდეგ ზიდანიც გამოეხმაურა: "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კრიშტიანუს ასეთი სურვილი აქვს. რეალი მისი სახლია. იმედი მაქვს, იგი ჩვენთან დიდი ხნით დარჩება. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა შეუძლიამ მას მოედანზე".

მას შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა და რონალდუ უკვე საერთოდ ევროპის მიღმა თამაშობს, მაგრამ გამორიცხული არაფერია.


Facebook კომენტარები