11 თვის და 3 კვირის წინ
"რეალის" ფანი ვიყავი, თუმცა "ბარსაში" ეს მაიძულეს" - ბოატენგის სკანდალური განცხადება
"რეალის" ფანი ვიყავი, თუმცა "ბარსაში" ეს მაიძულეს" - ბოატენგის სკანდალური განცხადება
ავტორი
Aa

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, კევინ პრინც ბოატენგმა მედიასთან სკანდალური განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ გუნდში აიძულებდნენ, რომ ლიონელ მესი ედიდებინა:

"მახსოვს, როდესაც კატალონიაში ჩამოვედი მაშინვე მკითხეს, თუ ვინ იყო ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ვთქვი, რომ ასეთი მესი იყო, მაგრამ მოვიტყუე. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტყუილი იყო"

"როგორც წესი, არასდროს ვიტყუები, მაგრამ ეს ტყუილი "ბარსელონაში" თამაშის ერთადერთი გზა იყო. მთელი ცხოვრება "რეალის" გულშემატკივარი ვიყავი, თუმცა "ბლაუგრანში" ამის გაკეთება მაიძულეს.

"კრიშტიანუ რონალდუ ძალიან მიყვარს, მაგრამ მითხრეს, რომ მესი უნდა მეთქვა. სხვა შემთხვევაში არ მათამაშებდნენ. მესი კაპიტანი იყო, მაგრამ გასახდელში ბევრს არასდროს საუბრობდა", - თქვა ბოატენგმა.


Facebook კომენტარები