2 წლის წინ
ნაჩოს საკითხი ჭიანურდება - ესპანელმა, შესაძლოა, კლუბი დატოვოს
ნაჩოს საკითხი ჭიანურდება - ესპანელმა, შესაძლოა, კლუბი დატოვოს
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" გამოცდილმა მცველმა ნაჩო ფერნანდესმა, შესაძლოა, გუნდი დატოვოს.

აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციას კლუბთან დაახლოებული ჟურნალისტი მარიო კორტეხანა ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ესპანელის გარემოცვამ "რეალისგან" კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით არც თუ ისე კარგი უკუკავშირი მიიღეს

რის შედეგადაც, მათი ოპტიმიზმის დონე, რომ ნაჩო კვლავ "სამეფო გუნდის" ღირსებას დაიცავს, საგრძნობლად დაეცა.

შეგახსენებთ, რომ ნაჩოს კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება.


Facebook კომენტარები