ალბათ ყველამ იცით, რომ, მადრიდის "რეალის" საშინაო არენაზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" დიდი ხანია, რაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც იწერება, მოედანი დასრულებულ სახეს მიმდინარე წლის ბოლო მიიღებს.
2021/22 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, "სამეფო გუნდმა" "ბერნაბეუს" საფარი მთლიანად შეცვალა, რა დროსაც მადრიდელები დიდ პრობლემას წააწყდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნიდან ჩამოტანილი ბალახი ესპანეთის ბუნებრივ პირობებსა და კლიმასტს ვერ შეეჩვია, რის გამოც მოედანი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.
ამის გამო კი "თეთრებმა" მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას სტადიონის საფარი კიდევ ერთხელ შეცვლაეს, თუმცა როგორც "Relevo" წერს, მადრიდელებს არც ასეთი ბალახი არ მოსწონთ.
ასე და ამგავარად, შესაძლებელია, რომ მიმდინარე სეზონის მსვლელობისას "რეალის" საშიანო არენზე მოედნის საფარის მესამეჯერ შეცვლა გახდეს საჭირო.