8 თვის და 1 კვირის წინ
მოულოდნელობა ხუთეულში - რონალდუმ საყვარელი თანაგუნდელები დაასხელა
მოულოდნელობა ხუთეულში - რონალდუმ საყვარელი თანაგუნდელები დაასხელა
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" ყოფილმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ 5 საყვარელი თანაგუნდელი დაასახელა.

5. იანიკ ჯალო

ბევრისთვის ეს სახელი არაფერს ნიშნავს, თუმცა „სპორტინგში“ ყოფნისას კრიშტიანუ მისი საკმაოდ ახლო მეგობარი გახლდათ.

4. ნანი

რონალდუსა და ნანის გზები არამარტო პორტუგალიის ნაკრებში, არამედ „მანჩესტერ იუნაიტედშიც“ გადაკვეთილა, რამაც მათ ურთიერთობაზე დიდი გავლენა მოახდინა.

3. უეინ რუნი

უეინ რუნი და რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ უძლიერეს დუეტს ქმნიდნენ. „მასთან ერთად თამაში მენატრება. შესაძლოა, ერთ დღესაც კვლავ გავერთიანდეთ".

2. პეპე

ლუიშ ნანის მსგავსად, პეპე და რონალდუ ერთმანეთის თანაგუნდელები პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებსა და მადრიდის „რეალში“ იყვნენ, სადაც კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.

1. მარსელო

ცნობილი ფაქტია, რომ მარსელო და კრიშტიანუ "ბლანკოსში" საუკეთესო მეგობრები იყვნენ, რაზეც მედიასთანაც არაერთხელ უსაუბრიათ.


Facebook კომენტარები