8 თვის და 2 კვირის წინ
"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემს კარიერაში ეს მოხდებოდა" - რონალდუს კომენტარი
"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემს კარიერაში ეს მოხდებოდა" - რონალდუს კომენტარი
ავტორი
Aa

მადრიდის "რეალის" ლეგენდამ, კრიშტიანუ რონალდუმ 850-გოლიან ნიშნულს მიაღწია, რაც ფეხბურთის ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.

ამასთან დაკავშირებით, მან კომენტარი გააკეთა:

"ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ეს მოხდებოდა - ისტორიული და ცოტა მოულოდნელი მიღწევაა. რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. კარიერა გრძელდება და მინდა, უფრო მაღალი მწვერვალები დავიპყრო.

"900 გოლი? აბსოლუტურად შესაძლებელია. კარიერას ვაგრძელებ და მინდა, კლუბთან და ნაკრებთან ერთად მივაღწიო წარმატებას. ამასთან ერთად, პირადი შედეგების გაუმჯობესება მსურს", - განაცხადა პორტუგალიელმა.


Facebook კომენტარები