ხვალ, "სანტიაგო ბერნაბეუზე" მადრიდის "რეალისა" და "ვალენსიას" დაპირისპირება შედგება. მატჩის წინ, "ბლანკოსისა" მთავარმა მწრთვნელმა კარლო ანჩელოტიმ მედიასთან ისაუბრა.
"სოსიედადთან ძალიან კარგად ვითამაშეთ. ჩვენ ყველა ასპექტში ვუმჯობესდებით.
"ფეხბურთელები ფიზიკურად უკეთ გრძნობენ თავს, ამიტომაც უკეთ ვთამაშობთ.
"მენდის ტრავმა? მის ადგილზე კამავინგამ ითამაშა. ედუარდომ კარგად შეცვლალა იგი.
"დაცვაში ახლა უფრო კარგად ვთამაშობთ. ბოლო სამ შეხვედრაში ერთი გოლი გავუშვით.
"5 ქულა ჩვენსა და ბარსელონას შორის? თავს კარგად ვგრძნობთ და ვიცით, რომ ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ.
"იანვარი რთული იყო ჩვენთვის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თებერვალი კარგი იქნება.
"იანვარში არავინ ვიყიდეთ, ვინაიდან ამ მომენტში არავინ გვჭირდება.
"კარვახალი და ჩუამენი 100%-ით მზად არიან სათამაშოდ.
"ფრან გარსია? ჩვენ ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა მისთვის რაიო ვალეკანოში დარჩენა და გაუმჯობესება.
"გრაფიკი ძალიან გადატვირთულია. კარგია ბევრი შეხვედრის ჩატარება, თუმცა მოთამაშეები ძალიან იღლებიან.
"ალაბა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისთვის უნდა დაბრუნდეს", - განაცხადა იტალიელმა.