![დე ხეა "რეალში" დაიბლოკა - რა ხდება მამარდაშვილთან დაკავშირებით დე ხეა "რეალში" დაიბლოკა - რა ხდება მამარდაშვილთან დაკავშირებით](/uploads/posts/2023-08/thumbs/screenshot_113.jpg)
![](/templates/realll-5/dleimages/noavatar.png)
მას შემდეგ, რაც ტიბო კურტუამ უმძიმესი ტრავმა მიიღო, მადრიდის "რეალს" არაერთი მეკარე დაუკავშირეს.
აღსანიშნავია, რომ კანდიდატთა სიაში დავიდ დე ხეაც იმყოფებოდა, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია.
მიუხედავად მისი უფასოდ დამატების შესაძლებლობისა, "ბლანკოსში" ესპანელი კარის დარაჯის ვარიანტი დაბლოკეს.
როგორც იწერება, მადრიდელთა თავკაცი კარლო ანჩელოტი ამ ტრანსფერის კატეგორიული წინააღმდეგია.
გარდა დე ხეასა, "სამეფო გუნდს" კეილორ ნავასი, გიორგი მამარდაშვილი, კეპა არისაბალაგა და იასინ ბონო დაუკავშირეს.
ყველაზე რეალური კი ამ უკანასკნელის ვარიანტი მოსჩანს, რომლის ტრნასფერზეც მუშაობა "რეალმა" უკვე დაიწყო.
ცნობისთვის, 32 წლის მაროკოელ მეკარეს "სევილიასთან" კონტრაქტი 2025 წელს ეწურება და "Transfermarkt"-ის მონაცემების მიხედვით, მისი ფასი 12 მილიონ ევროს შეადგენს.
!["რეალი" მბაპეს სახელს მაისურზე ვერ დააწერს - დეტალები "რეალი" მბაპეს სახელს მაისურზე ვერ დააწერს - დეტალები](/uploads/posts/2024-06/thumbs/1717582180_photo-output.jpg)
![ყველაფერს ფარდა აეხადა - სად გააგრძელებს რონალდუ კარიერას ყველაფერს ფარდა აეხადა - სად გააგრძელებს რონალდუ კარიერას](/uploads/posts/2024-06/thumbs/screenshot_5.jpg)
![PHOTO: ყველაფერი ამოტრიალდა - ოქროს ბურთის ფავორიტი შეიცვალა PHOTO: ყველაფერი ამოტრიალდა - ოქროს ბურთის ფავორიტი შეიცვალა](/uploads/posts/2024-06/thumbs/1717484646_photo-output.jpg)
!["რეალმა" ხოსელუს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო "რეალმა" ხოსელუს თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო](/uploads/posts/2024-06/1717431536.jpg)