2 წლის წინ
პერესმა, შესაძლოა, ეს ინანოს - რა მოხდა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში
პერესმა, შესაძლოა, ეს ინანოს - რა მოხდა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში
ავტორი
Aa

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა.

უკანასკნელ საათებში, არაერთი საინტერესო ტრანსფერი განხორციელდა. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ჟოაუ კანსელუს მიუნხენის "ბაირნში" გადაბარგება გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელი უკანახაზელი მადრიდის "რეალსაც" შესთავაზეს, როგორც ამას "ABC" იტყობინება.

გამოცემის ინფორმაციით, კანსელუს გარემოცვა "სამეფო გუნდს" დაუკავშირდა, თუმცა "თეთრებისგან" მათ ნეგატიური პასუხი მიიღეს.

მოგეხსენებაათ, უკვე დადასტურებულად, ფერლან მენდი 2 თვეს იუქმებს. ასეთ მდგომარეობაში კი გუნდში ჟოაუს მოყვანა ნამდვილად კარგი იქნებოდა და შესაძლოა, კლუბში ეს გადაწყვეტილება ძვირადაც დაუჯდეთ.

მითუმეტეს, რომ "ბლანკოსში" ამ პოზიციაზე პრობლემები ნამდვილად არის. თანაც, მიმდინარე სეზონში, დავიდ ალაბაც საკმაოდ ბევრს ტრავმიანობს.



Facebook კომენტარები